Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

23-24 დეკემბერს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

თარიღი : 23-12-2022, 08:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
24 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი წინასაახალწლო ღონისძიების გამო, 23-24 დეკემბერს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციამ საქალაქო ტრანსპორტის ახალი სვლაგეზები შეიმუშავა:

N⁰1L ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰3 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით, აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰41 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰113 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰6 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით, ვარლამიშვილის მოედანზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს ბროსეს ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰141 ავტობუსი, ნაცვლად თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე და გაივლის გელათის ქუჩას. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.


ნანახია: 258-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი