Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კახი კალაძის შეცდომა ხონში და ჯემალის ნაცვლად წარდგენილი დემური

თარიღი : 9-06-2014, 22:17 | კატეგორია: პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„სხვანაირ დახვედრას არ ველოდი. მეც ამ კუთხის შვილი ვარ. კრიმინალი „ნაციონალების“ 9 წლიან რეჟიმს დავუსვამთ წერტილს საქართველოში,“ - ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ ხონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
ვიცე-პრემიერმა ხონელებს „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული ყველა დაპირების შესრულებისა და 2015 წელს ხონის ყველა სოფლის გაზიფიცირების პირობა მისცა. ხოლო თავისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, კალაძემ ხონელებს გამგებლობის კანდიდატი ჯემალ მებუკე შეცდომით წარუდგინა.
„ჩვენ არ გავურბივართ პრობლემებზე საუბარს. ყველა დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ, ამის ღირსეულ პირობას გაძლევთ. დღეს თავისუფალია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. გახსოვთ, რომ სახლში ჩურჩულით ვსაუბრობდით. მეუღლე მეუღლეს ვერ ელაპარაკებოდა.მინდა წარმოგიდგინოთ გამგებლობის კანდიდატი, ბატონი დემური, რომელიც ფაქტობრივად გამგებელია,“ - აღნიშნა კალაძემ.
ვიცე-პრემიერს აღნიშნულ შეცდომაზე ამომრჩევლებმა მიუთითა და განაცხადა, რომ მებუკეს არა დემური, არამედ ჯემალი ერქვა.


ნანახია: 2239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ხონელებს ხონის საპატიო მოქალაქის ტიტულისათვის მადლობას წერილობით უხდის.
ქართული ოცნების ინფორმაციით, წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
სულხან მახათაძე ჭიათურაში 'თავისუფალი დემოკრატების' კანდიდატს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს უპირისპირდება.
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ 'ქართული ოცნების' სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია 'ქართული ოცნება -
კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება მეორე ტურში საშიშროებას ვერ ხედავს, თუმცა როგორც კალაძემ აღნიშნა, კარგი იყო წარმატებისთვის პირველ
კალაძემ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი კონსტანტინე მამისეიშვილი წარუდგინა.

ამინდი