თემურ ცამციშვილი: ნეტა როდის ჩაიხდის შემდეგში სტურუა?
თარიღი : 5-09-2013, 21:44 | კატეგორია: სხვადასხვა

ქუთაისის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ცამციშვილი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
სტურუა, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა 1980 წლიდან ეკავა, 2011 წლის ივლისში დაითხოვეს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელმა მინისტრმა ნიკა რურუამ აღნიშნულის მიზეზად სტურუას მიერ ქსენოფობიური განცხადებების გაკეთება დაასახელა.
„ერთი წლის წინ სტურუას საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟის დროს, თბილისში, ცნობილმა რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ მითხრა, „ იცი რა თემურ, სტურუა დაბერდა, ცოტა შემოქმედებითი კრიზისი აქვს, სხვა გზა აღარ იყო და ჩაიხადა. ამ ჩვენს მთავრობას ეს კიდევ რიგითი პერფომანსი ეგონა, ჰოდა აჭამა რა კულტურულად“. ვუყურებ ამ სურათს და ვფიქრობ, ნეტა როდის ჩაიხდის შემდეგში სტურუა?,“ - წერს თემურ ცამციშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, ამჟამად სახელმწიფო თეატრებში ხელმძღვანელის თანამდებობა გაუქმდა და ის სამხატვრო ხელმძღვანელებმა დაიკავეს. აღნიშნული მიზნით მიმდინარე წელს, „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ კანონში შესული ცვლილება ოპოზიციამ კანონის რობერტ სტურუაზე მორგებად შეაფასა.