Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთ,ქუთაისს პარლამენტი არ ექნება' –'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერები ქუთაისში

თარიღი : 9-06-2014, 20:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
ქუთაისში კახიანოურისა და უქიმერიონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეხვდნენ. ერთ–ერთ ბოლო საარჩევნო მობილიზაციაზე ლიდერებმა ამომრჩევლებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიროგი თევდორაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
"ჩვენს მთავრობაში ქუთაისს ყოველთვის ყველაზე დიდი ლობისტი ყავდა გიორგი თევდორის სახით. მისი მერობის დროს მოხდა ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია, განახლდა ოპერის თეატრი, დაიწყო წყალმომარგების სისტემის რეაბილიტაცია და უამრავი სხვა პროექტი. ჩვენ ვართ საქმის მკეთებელი ხალხი და შეგვეჯიბრონ საქმის კეთებაში",–განაცხადა გიგი უგულავამ.
შეხვედრაზე ქუთაისისში პარლამენტის დარჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ.
"თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ქუთაისს არ ექნება პარლამენტი და ქუთაისის დარჩება უფუნქციო ქალაქად",–განაცხადა ვაშაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე.


ნანახია: 2354-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიორგი თევდორაძე ქუთაისის მერი 2 წლის განმავლობაში 2010-2012 წლებში იყო.
'ნაციონალური მოძრაობის' ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მერობის კანდიდატს ოფიციალურად პარტიის დიდ შეკრებაზე დაასახელებენ.
'ნაციონალური მოძრაობის' ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ვაშაძემ ხმა ქუთაისის N8
ვაშაძე ორი დღის განმავლობაში 'ნაციონალური მოძრაობის' პოლიტიკურ აქტივთან შეხვედრებს მართავდა.

ამინდი