Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ცენტრალური არქივი იუსტიციის სახლის უკან განთავსდება

თარიღი : 9-06-2014, 16:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრალური არქივი მდებარეობას იცვლის. არქივის შენობის ახალი მისამართი მალე იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ირაკლი აბაშიძის გამზირი იქნება. არქივის შენობისთვის გამოყოფილი ფართი ქუთაისის მერიამ უკვე გადასცა სახელმწიფოს. ამისთვის, ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურმა გასაყიდად გატანილი ტერიტორია საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღო.
„ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის #85 განკარგულების თანახმად, ქუთაისში ამჟამინდელი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია 16 ათას კვადრატულზე მეტი, საპრივატიზაციო ნუსხაში იყო შეტანილი. საკრებულოს დადგენილებით ეს ტერიტორია ამოვიღეთ ნუსხიდან, გავყავით და 9 ათას კვადრატულზე მეტი გადაეცა სახელმწიფოს იუსტიციის სახლის უკან ქუთაისის ცენტრალური არქივისა და პარკინგის განთავსების მიზნით. დარჩენილი ფართი კი კვლავ დავაბრუნეთ საპრივატიზაციო ნუსხაში“,–ამბობს ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი დავით გოგრიჭიანი.
2007 წლიდან ქუთაისის ცენტრალური არქივი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულია.
ქუთაისის ცენტრალურ არქივში თავმოყრილია XIX-XX საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაცია-დაწესებულებებისა და აქ მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები.


ნანახია: 2522-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა.
ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების მქონე ცენტრალური არქივის მშენებლობა მიმდინარეობს.
ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.
იმ ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს.

ამინდი