Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ქვეყნის მასშტაბით პოპულარულ ადგილებად დასახელდა

თარიღი : 10-12-2022, 18:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 882 352 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია-ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ვიზიტორთა შორის 46% საქართველოს, ხოლო 54% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, ნავენახევის მღვიმესა და მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს გადააჭარბა.

“2022 წლის 11 თვის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა შემდეგი 5 ტერიტორია:

1. პრომეთეს მღვიმე
2. მარტვილის კანიონი
3. წალკის კანიონი
4. სათაფლია
5. მტირალას ეროვნული პარკი,”-ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.


ნანახია: 340-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის პირველ 7 თვეში დაცულ ტერიტორიებს 489 909 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ
მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.

ამინდი