შაშიაშვილი მურღულიას და თევდორაძეს მესხიშვილის თეატრში საჯარო დებატებზე იწვევს

საარჩევნო ბლოკი "ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის" ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მერობის მხოლოდ ორ კანდიდატს შოთა მურღულიას და გიორგი თევდორაძეს საჯარო დებატებში იწვევს. შაშიაშვილი მთავარ პირობად დებატების პირდაპირ ტრანსლაციას ასახელებს.
"შევხვდეთ თეატრში საჯაროდ და ვიდებატოთ და ეს გადაიცეს პირდაპირ ეთერში. სეხვედრა უნდა იყოს საჯარო და დასწრება ყველასთვის თავისუფალი. ამ შემთხვევაში მათ აღარ დასჭირებათ ფასიანი ეთერებისთვის უამრავი ფულის დახარჯვა"–ამბობს შაშიაშვილი.
შაშიაშვილმა საჯარო დებატები უკვე შესთავაზა გიორგი თევდორაძეს, თუმცა, თანხმობა ჯერ არ მიუღია.