ავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ქუთაისში ექიმებმა ფეხი შეუნარჩუნეს
თარიღი : 8-12-2022, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ქუთაისში ექიმებმა ფეხი შეუნარჩუნეს.
“კლინიკა ბომონდი”-ს ინფორმაციით, კლინიკაში სასწრაფო დახმარების სამსახურმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 27 წლის მამაკაცი შემოიყვანა. პაციენტს მარჯვენა ფეხზე წვივის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და შოკი აღენიშნებოდა.
“აუცილებელი იყო ქირურგიული ჩარევა, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი შოკური მდგომარეობა ართულებდა. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ახალგაზრდა მამაკაცს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შედეგადაც მოიხსნა შოკი და დასტაბილურდა პაციენტის მდგომარეობა.
ჩატარდა ქირურგიული ჩარევა კიდურებზე და ფაქტიურად შეუძლებელი მოხერხდა-პაციენტს კიდური შეუნარჩუნდა,”-ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.