Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ექიმებმა ზესტაფონიდან ქუთაისში მძიმე მდგომარეობაში გადმოყვანილი 67 წლის ქალის გადარჩენა შეძლეს

თარიღი : 7-12-2022, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში მდებარე კლინიკა „ფერომედი“-დან ქუთაისში გადმოყვანილი 67 წლის პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. ზესტაფონიდან „კლინიკა ბომონდს“ პაციენტმა მწვავე ანემიით და თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლმდინარე წყლულით მომართა.

როგორც „ბომონდში“ აცხადებენ, კლინიკაში შემოსვლის მომენტში, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში პაციენტს ოპერატიულად ჩაუტარდა კვლევები, მათ შორის გასტროსკოპიული კვლევა. სისხლდენის შესაჩერებლად მოხდა წყლულის ადგილობრივი დამუშავება.

„აღნიშნული მომენტისათვის პაციენტის ჰემოგლობინის ნორმა კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ (5.3) იყო. პაციენტს გადაესხა 400 მლ სისხლი და ოპერაციის საჭიროების გათვალისწინებით, გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში 48- საათიანი დაკვირვებისათვის. 24 საათში პაციენტს დაეწყო ძლიერი სისხლდენა და სასწრაფო წესით ჩაუტარდა ოპერაცია,“-აცხადებენ კლინიკაში.

„მადლობა მინდა გადავუხადო „კლინიკა ბომონდს“, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა. ოპერაცია საკმაოდ რთული იყო, რადგან დაკარგული მქონდა დიდი რაოდენოობით სისხლი, ჰემოგლობინი იყო 4,3. ყველაფერი გაკეთდა ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად. ოპერაციის მიმდინარეობისას გადამისხეს სისხლი. მე დეფიციტური, რეზუს უარყოფითი, პირველი ჯგუფის სისხლი მაქვს. კლინიკამ ყველაფერი გააკეთა, რომ სისხლის მარაგის პრობლემა არ ყოფილიყო. 67 წლის ქალი ვარ. ადამიანები ახალგაზრდა ასაკში იღუპებიან და მე რა უნდა მეთქვა, მაგრამ სიცოცხლე ძვირფასია. ერთ კვირაში უკვე ჯანმრთელი სახლში ვიყავი.

მადლობა მინდა გადავუხადო კლინიკის მთელ რეანიმაციულ განყოფილებას- ტარიელ კუხიანიძეს, ქირურგ დავით მენაბდეს გამოჩენილი ყურადღებისათვის და მაღალი პროფესიონალიზმისათვის. მადლობას ვუხდი ყველა ექთანს, ექთნის თანაშემწეს, სანიტარს თავდაუზოგავი შრომისთვის და ყურადღებისთვის. თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ,“-ამბობს ლილი ზარნაძე.


ნანახია: 745-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თითოეული კლინიკის რეანიმაციული განყოფილება ის ადგილია, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა განსაკუთრებით შესამჩნევია.

ამინდი