Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორმა რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ანგარიში ჩაიბარა

თარიღი : 9-06-2014, 13:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა რაიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მეორე ეტაპი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაასრულა.
ზაზა მეფარიშვილმა სოფელ წყალაფორეთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მშენებარე ბაღი მოინახულა. ვარძია - წყალაფორეთის 2 კმ - იანი გზის მონაკვეთის ასფალტის საფარით მოწყობას რეგიონული განვითარების ფონდი 421 420 ლარით აფინანსებს. აღნიშნული გზის მონაკვეთი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და ადგილობრივების გადაადგილებას ხელს უშლიდა.
იმერეთის გუბერნატორი წყალაფორეთის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. წყალაფორეთში საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს და მას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს 111 985 ლარით. სამუშაოებს შ.პ.ს. „ველი“ ახორციელებს და მასზე 10 ადამიანია დასაქმებული. ამ დრომდე სოფელში ბაღი ავარიულ შენობაში იყო განთავსებული და ბავშვების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. დაწესებულება სექტემბრიდან დაიწყენს ფუნქციონირებას და 20 ბავშვის მიღებას შეძლებს.
დღესვე, გუბერნატორის ადმინისტრაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საზოგადოებრივი აქტივის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე რაიონის ბიუჯეტზე, სოციალურ და კულტურულ სფეროებში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ,,სოკარ-ჯორჯია გაზი იმერეთი“-ს დირექტორმა დავით ჯაიანმა კი სოფლის რწმუნებულებს გაზიფიცირების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო და მათთან ერთად უახლოეს მომავალში განსახორციელებელი პროექტები დაგეგმა. დღის ბოლოს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ღია ესტრადაზე გამართულ ,,სათავგადასავლო ტურ-თამაშების“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას დაესწო და გამარჯვებულებს პრიზები გადასცა.
ხარაგაულამდე ზაზა მეფარიშვილი სამტრედიაში იმყოფებოდა, სადაც ამ ეტაპზე სამტრედია-მელაური-ეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული 1,600 კმ - იანი მონაკვეთის ასფალტის საფარით მოწყობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2014 წელს სულ 19 ადგილობრივი მნიშვნელობის გზის შეკეთება არის დაგეგმილი, ამ დროისთვის 8 მათგანი უკვე რეაბილიტირებულია.


ნანახია: 2047-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი 119 000 ლარით
გუბერნატორმა აღნიშნული მიზნით სამუშაო შეხვედრები ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გამართა.
ამ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი 150 000
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კიკნაველიძემ რაიონში
მუნიციპლაიტეტში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხარაგაულში მშენებარე საკათედრო ტაძარი დაათვალიერა.

ამინდი