Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ორი წლის მართას, რომელმაც თაგვის წამალი დალია, თბილისში მკურნალობენ

თარიღი : 6-12-2022, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2 წლის მართა, რომელმაც თაგვის წამალი დალია, მკურნალობის კურსს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადის. შემთხვევა ხონში მოხდა.

არასრულწლოვანს პირველადი სამედიცინო დახმარება ხონის კლინიკაში გაუწიეს, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.

“პირველ რიგში, მადლობა უფალს მშვიდობისთვის. მადლობა ხონის მედპერსონალს პირველადი დროული და სწრაფი რეაგირებისთვის. 2 წლის მართა გადაყვანილია თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვი კონტაქტურია ამ დროისთვის. ალბათ დაახლოებით ოთხ ან ხუთ საათზე მეტი დააგვიანა რეანომობილმა. ჯანდაცვის სამინისტრომ მას მერე მოახდინა რეაგირება, როცა ფეხზე დააყენეს ყველა და რამდენიმე ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია ჩემივე თხოვნით, რომ ეგებ ასე მაინც მისულიყო ჯანდაცვის სამინისტროს ყურამდე არსებული მდგომარეობა.
ყველა კლინიკიდან უარი იყო ადგილების არქონის გამო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე და საუკეთესო ადამიანების დახმარებით, მალევე დარეკეს ჯანდაცვიდან და ინგოროყვას კლინიკაში გამოჩნდა ადგილი. მართა უკვე კლინიკაშია და მჯერა ყველაფერი კარგად იქნება,”-ამბობს ოჯახის ახლობელი ლირა კუჭავა.


ნანახია: 272-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ერთი წლის მართა აბულაძეს დიაფრაგმის თიაქარი დაუდგინდა. ის არაერთ მძიმე დაავადებას ებრძვის სიცოცხლის გადასარჩენად. მართა აბულაძეს

ამინდი