'ყურადღების და ექიმთან დროული ვიზიტის შემთხვევაში, საგანგაშო არაფერია,'-რას ამბობს ცნობილი პედიატრი ბავშვებში გახშირებულ ვირუსებზე?
თარიღი : 5-12-2022, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიულ დეპარტამენტში პაციენტების მხრიდან გაზრდილი მომართვიანობა ფიქსირდება.
მაღალი ტემპერატურა, ხშირი, მშრალი, სპაზმური ხველა, უხასიათობა, სისუსტე და უმადობა-ეს ის სიმპტომებია, რომლითაც კლინიკას არასრულწლოვანი პაციენტები მომართავენ.
პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ნოემბერი, დეკემბერი და იანვარი სეზონური რესპირატორული ვირუსების გააქტიურებით გამოირჩევა, განსაკუთრებით პედიატრიულ ასაკში.
„ამ პერიოდში ყოველწლიურად ხდება სტაციონარების გადატვირთვა. გასულ წელს გამომდინარე იქედან, რომ კორონავირუსულ ინფექციას ვებრძოდით, სეზონური ვირუსები მეორეხარისხოვანი იყო. სეზონური ვირუსების სიმპტომატიკა რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს. მშობლებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ, უნდა გამოიყენონ ტემპერატურის დამწევი, სითხეებით დატვირთონ ბავშვი და მიმართონ ექიმს. ყურადღების და ექიმთან დროული ვიზიტის შემთხვევაში, საგანგაშო არაფერია,“-ამბობს ექიმი-პედიატრი.