ქუთაისში ცოფის შემთხვევები გახშირდა
თარიღი : 4-12-2022, 20:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მოქალაქეები ცოფის შემთხვევების გახშირებაზე საუბრობენ და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
“მეგობრებო, ცოფის გამოვლენის ბევრი ფაქტია დაფიქსირებული ბოლო დღეებში ქუთაისში. არასტანდარტული მახასიათებლები აქვს თან და ფრთხილად იყავით თქვენც და თქვენი ცუგოებიც. ქუჩის ცუგოებთან ურთიერთობაშიც გამოვიჩინოთ სიფრთხილის ზომები.
ფალიაშვილზე, სახლში ნამყოფი კოკერი მომკვდარა. ერთ-ერთ ვეტაფთიაქთან მიკედლებული ცუგოც დაიღუპაო, გაუგზავნიათ ანალიზზე და დადასტურებულა ცოფი. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ,”-წერს ქეთი უგლავა.