Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღი, სკვერი, გზა-ტყიბულის მერის დაპირებები მაღალმთიან სოფელ მუხურას მოსახლეობას

თარიღი : 4-12-2022, 19:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მერი დავით ჩერქეზიშვილი სოფელ მუხურას მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის თემას მაღალმთიან სოფელში არსებული საჭიროებები და ადგილობრივების პრობლემები წარმოადგენდა.

მუხურას მოსახლეობა სოფელში საბავშვო ბაღის აშენებად ითხოვს, რისთვისაც მათ ტყიბულის საკრებულოში პეტიცია დაარეგისტრირეს.

მერის თქმით, მუხურაში საბავშვო ბაღი 2023 წელს აშენდება, რითაც მოსახლეობის მოთხოვნა დადებითად გადაწყდება. როგორც დავით ჩერქეზიშვილი მოსახლეობას დაპირდა, ბაღის მშენებლობის პროექტს მერია 2022 წლის ბოლომდე შეისყიდის, ხოლო უშუალოდ მშენებლობა 2023 წელს დაიწყება.

“მერი დაგვპირდა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება მუხურაში თანამედროვე სტანდარტების მინი მოედნის მშენებლობა.

დაგვპირდა, რომ 2023 წელს მუხურაში მოეწყობა თანამედროვე სკვერი.

ასევე, ჩვენს მიერ მოთხოვნილი აფთიაქის გახსნის საკითხი განვიხილეთ და დაგვპირდა, 2023 წელს აფთიაქის გახსნას მუხურაში.

ასევე, 4 ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ბაგირის გაკეთებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბუცხრიკიძეების უბნის გზაზე ძალიან რთულ მდგომარეობასაც, აუცილებელია მომდევნო წლის მაღალმთიანი ფონდის დასახარჯი თანხიდან, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურაზე იხარჯება, გათვალისწინებული იყოს ბუცხრიკიძეების გზა და ამ მონაკვეთზე დაიგოს ბეტონის საფარის გზა.

რაც შეეხება მთის ფონდს, ის კვლავ გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება და გაგრძელდება მუხურაში ბეტონის საფარის დაგება. ახლა აუცილებელია, ყველა ეს სიტყვა და პირობა, რომელიც მოსახლეობამ ამ შეხვედრაზე მიიღო და რომელთა შესრულებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლისთვის, შესრულდეს და 2023 წლის ვადაში განხორციელდეს,”-ამბობს მუხურას მაჟორიტარი ცოტნე აბესაძე.


ნანახია: 279-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოფელ მუხურას მიმართულებით საავტომობილო გზის

ამინდი