Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ონის ტყეში, ‘წითელ წიგნში’ შეტანილი დათვის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

თარიღი : 2-12-2022, 23:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ონის სოფელ უწერის ტყეში, “წითელ ნუსხაში” შეტანილი დათვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ონის მერის, სერგი ხიდეშელის თქმით, ფაქტზე დაწყებულია ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მიერ.

“ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულება დანაშაულია და პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან ერთად, დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ანაზღაურებაც.

საქართველოში ნადირობის წესებს არეგულირებს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ.“ კანონის თანახმად, ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე, ხოლო წითელი ნუსხით დაცულ მურა დათვზე ნადირობა აკრძალულია მთელი ქვეყნის მასშტაბით,”-ამბობს სერგი ხიდეშელი.


ნანახია: 2094-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა.
გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2500 ლარი შეადგინა.

ამინდი