2023 წლიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისრაელში პირდაპირი ფრენების დაწყება იგეგმება
თარიღი : 29-11-2022, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ისრაელსა და ქუთაისს შორის, 2023 წლიდან, პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში შეხვედრები გამართა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე თელ-ავივში ავიაკომპანია EL AL el Israel Airlines-და Sun D'Or International Airlines ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრები გაიმართა ასევე, ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან, რომლის ოპერირებაშიც ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტებია.
“ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან შეხვედრისას საუბარი გაიმართა თელ-ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებზე. გენერალურ დირექტორ ჰაგი ტოპოლანსკისთან საუბრის მთავარი თემა ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება იყო,”-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.