Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლენტეხის სოფელში 6-შვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

თარიღი : 28-11-2022, 23:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
6 შვილიანი ოჯახი სვანეთში ზამთარს ღია ცის ქვეშ შეხვდება. ზურაბ ბენდელიანის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ლენტეხის სოფელ ხელედში მდებარეობდა, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.

ოჯახი ღია ცის ქვეშ, თავშესაფარის გარეშე დარჩა. მთლიანად დაიწვა სახლი, ტანსაცმელი, ავეჯი, ტექნიკა, საზამთროდ შენახული პროდუქტი.

“6 შვილიანი ოჯახი ფაქტიურად საჭმელის გარეშე ხვდება ზამთარს. ხანძრის დროს რაც მთავარია არავინ დაშავებულა და ყველა უვნებლად გადარჩა.

მეგობრებო გთხოვთ გავერთიანდეთ! თქვენგან ჩარიცხული თუნდაც 1 ლარი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოჯახისთვის. ეხლა ძალიან სჭირდება ამ ოჯახს დახმარება.

თანხის გარდა შეგიძლიათ ნებისმიერი რამით დახმარება, ეს იქნება საოჯახო ტექნიკა, ავეჯი, სახურავი, ხის მასალა, რკინა-ბეტონი თუ რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთი.. ეს ოჯახი წელს არ უნდა შეხვდეს ახალ წელს ღია ცის ქვეშ!!!

ლიბერთი ბანკი

მიმღები: ეკა ტვილდიანი

GE59LB0711148503996000

TBC BANK

მიმღები: ჩემი რეგიონი

GE06TB7226536080100010,”-ნათქვამია “სიკეთის ქალაქი”-ს განცხადებაში.


ნანახია: 311-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი