თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოები ხორციელდება
თარიღი : 28-11-2022, 10:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე კმ19-კმ56 და კმ57-კმ132 მონაკვეთებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის ქსელზე დაახლოებით 80 000 გრძივი/მეტრი სიგრძის EN 1317 ევროპული ნორმების შესაბამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელების კონსტრუქცია ეწყობა.
პარალელურ რეჟიმში გორი-თბილისის მონაკვეთზე მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 6 მლნ. ლარამდეა და მისი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
“საქართველოს მთავრობის „საგზაო უსაფრთხოების 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის“ მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთავარი ამოცანა საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაა. მიმდინარე სამუშაოები, რომელიც 2 პროექტად ხორციელდება სამოქმედო გეგმის შესრულების ნაწილია.
აღნიშნული 2 პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 19 მლნ. ლარამდეა და მისი დასრულება დაგეგმილია 2022 წლის დეკემბრის თვეში,”-აცხადებენ გზების დეპარტამენტში.