ნინო ბურჯანაძე: –'სააკაშვილს არ სურდა, რომ მე ქუთაისისთვის რამე გამეკეთებინა

საარჩევნო ბლოკმა "ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიცია" დღეს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საარჩევნო პროგრამა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. შეხვედრას ნინო ბურჯანძესთან ერთად ბლოკის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.
"წინა ხელისუფლება არ მაძლევდა საშუალებას ქუთაისისთვის რამე გამეკეთებინა, რადგან სააკაშვილს არ სურდა ქუთაისში რამეს ბურჯანაძის გაკეთებული რქმეოდა. როცა ქუთაისისთვის 5 მილიონის გამოყოფაზე იყო საუბარი და სააკაშვილმა ეს თანხა დაბლოკა, მაშინ მივხვდი, რომ მე გუნდი არ მყავდა. ახლა ჩემს გუნდში ნამდვილად არიან ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად იდგნენ თავისი ქვეყნის სადარაჯოზე და მე ზუსტად ვიცი, რომ მყავს გუნდი, რომელიც იბრძოლებს ჩემთან ერთად",–განაცხადა ბურჯანაძემ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ბლოკში შემავალი სხვა პარტიების ლიდერებიც.