Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნაციონალები": ხალხს მიშა სანატრელი გაუხდა

თარიღი : 6-06-2014, 22:22 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ჩვენს დროს ხალხში იმედი და პერსპექტივა იყო. დღეს ეს აღარ არის. 9 წელი მართლა საქმე ვაკეთეთ. უნიათოები იყვნენო, ამას ვერავინ იტყვის,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხონის კულტურის სახლში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ნაციონალების“ განცხადებით, დღეს ქვეყანას უნიათო ხელისუფლება ჰყავს. ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ დღეს ქვეყანა გაჩერებულია, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება უკეთესი მომავლის შექმნის ნაცვლად, წარსულს ებრძვის.

„ჩვენ ვართ თანამებრძოლები. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები. დღეს თოფიან ჯარისკაცზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული წევრი.2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ერთი სარგებელი მართლაც მოიტანა. ჩვენ დავინახეთ ჩვენი შეცდომები. ზურაბ ჯიბუხაია შეეწირა ამ ნაძირლების სურვილს, უბრძოლველად ჩაეგდოთ ხონში გამარჯვება. თითოეული წესიერი ხონელი კაცის ვალდებულებაა, ზურაბ ჯიბუხაიას გვერდით დადგეს. პატიმარი ზურაბ ჯიბუხაია გარეთ მყოფებს მოუგებს არჩევნებს. დღეს ხალხს მიშა სანატრელი გაუხდა და ეს არ არის კარგის ნიშანი,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.



ნანახია: 1900-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალები“ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად წინასწარ
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია დააკავეს. ჯიბუხაია ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ჯიბუხაის 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრეს
როგორც topnews.com.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურარტურაში დღეს
ჯიბუხაიას გამოძიება ხე-ტყის უკანონოდ გასხვისებას ედავება
სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონული რწმუნებულის მადონა ბასილაძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის კაკო ბობოხიძის ძმის და

ამინდი