„ნაციონალების“ აქცია ქუთაისის მეორე დაწესებულებასთან -ჯიბუხაია პოლიტპატიმარია!

ქუთაისის # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე პარტიის წევრებმა ხონის ყოფილი გამგებლის ზურაბ ჯიბუხაიას დაპატიმრება გააპორტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ჯიბუხაია პოლიტპატიმარია და მას ბრალი უკანონოდ წაუყენეს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.
ზურაბ ჯიბუხაია 2014 წლის 10 თებერვალს მოადგილესთან ერთად 204 კუბური მეტრი ხე-ტყის უკანონო გასხვისების ბრალდებით დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მომხდარი იმთავითვე პოლიტიკური ანგარიშსწორებად შეაფასეს.