Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

94 ათას ლარიანი ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი ქუთაისში

თარიღი : 6-06-2014, 17:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, ვარციხეში,ანანოვების სასახლის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება. ელექტრონულ საღამოსთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის მერიას ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრობდნენ და ფესტივალის დეტალებზე ისაუბრეს.
ფესტივალი დაიწყება ხვალ დღის სამი საათიდან და მეორე დღის 7 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალზე დასწრების მსურველებისთვის ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან 3 ავტობუსი უფასოდ, ნახევარ საათიანი ინტერვალით იმუშავებს. თბილისიდან ფესტივალზე წამსვლელთათვის კი ადგილები შეზღუდულია, ამიტომ მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია www.kemf.ge- ზე უნდა გაიარონ. თბილისიდან ვარციხის მიმართულებით ავტობუსების ღირებულება 5 ლარია.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ელექტრონული მუსიკის გერმანელი, ინგლისელი და ქართველი დიჯეები.
ფესტივალს ორგანიზებას უწევს სტუდია "milky way" და ივენთ მენეჯმენტ კომპანია " INPUT"


ნანახია: 2532-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოსვლა.
'შემოქმედ ქალთა ფესტივალი' პირველად 2015 წელს გაიმართა და მასში ორმოცდახუთი შემოქმედი ქალი მონაწილეობდა.

ამინდი