Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ‘ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო’ შეიქმნა

თარიღი : 31-10-2022, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამას "ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო" სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის “ახალგაზრდული ინიციატივების” კონკურსის ფარგლებში ახორციელებდა.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით შეირჩა და გადამზადდა 20 ახალგაზრდა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში განივითარეს საკვანძო კომპეტენციები და ჩამოაყალიბეს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.

ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ესწრებოდნენ.

„ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, წელსაც რამდენიმე საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ და მათ შორისაა „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“. დღეს დავესწარით საბჭოს წარდგენას ფართო საზოგადოებისთვის. ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდების ხედვა, დამოკიდებულება და იდეები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენი მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ნანახია: 201-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭო ეყოლება. საბჭოს პრეზენტაცია, რომელიც დაახლოებით

ამინდი