Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრეზიდენტს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევა ეკრძალება

თარიღი : 5-09-2013, 17:58 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
საქართველოს პარლამენტში, დეპუტატები დაჩქარებული წესით თვითმმართველობის კანონში ცვლილებებს განიხილავენ. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით პრეზიდენტს, მთავრობის ნებართვის გარეშე, უფლება არ ექნება ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, დაითხოვოს საკრებულოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტბში.

"აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს, რომ პრეზიდენტს უფლება აღარ ექნება დაითხოვოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულოები. დაჩქარებული წესით მიღებული პროექტის მიხედვით კი ქვეყნის პირველი პირს, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, ან კიდევ მთავრობას, პრეზიდენტის გარეშე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს დათხოვნა აღარ შეეძლება," _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიებზე 160-მდე კანონში ცვლილების შეტანას დაჩქარებული წესით გეგმავს.


ნანახია: 2044-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყნი პირველი პირის უფლებების შეკვეცის მიზნით ცვლილება დაახლოებით 160-მდე კანონპროექტში შედის.
ქვეყნის პრეზიდენტის სპეციალური დაცვის სამსახური უქმდება.
ამომრჩევლები არჩევანს 25 კანდიდატს შორის აკეთებენ.
როგორც აკაკი ბობიხიძემ განაცხადა, შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტს დაკავებულების მშობლებმა მიმართეს.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე 21 თებერვლის პლენარულ სესიაზე წარდგება.

ამინდი