Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებზე: ვე­რა­ნა­ირ და­მა­ტე­ბით ‘ჯი­ბი­დან გა­დახ­დებს’ კლი­ნი­კე­ბი პა­ცი­ენ­ტებს ვე­ღარ და­უ­წე­სე­ბენ

თარიღი : 25-10-2022, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
1-ლი ნო­ემ­ბრი­დან DRG მე­თო­დო­ლო­გი­ით სა­ბა­ზი­სო ტა­რი­ფის მი­ხედ­ვით, გა­მო­ით­ვლე­ბა კონ­კრე­ტულ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა­ზე ტა­რი­ფი - პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კა­ში შეს­ვლი­დან მკურ­ნა­ლო­ბის და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის ჩათ­ვლით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­მარ­თლი­ა­ნი მე­თო­დი, რო­მე­ლიც წლე­ბია სხვა ქვეყ­ნებ­შიც არის და­ნერ­გი­ლი.

"დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი, სწო­რი და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის და­ფი­ნან­სე­ბას. ეს არის დი­აგ­ნოზ­თან შე­ჭი­დე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და ის ათი­ა­თა­სო­ბით სერ­ვი­სე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც ტა­რი­ფე­ბი იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, დღეს უკვე DRG მე­თო­დო­ლო­გი­ით და­ით­ვლე­ბა და გა­მოყ­ვა­ნი­ლი სა­ბა­ზი­სო ტა­რი­ფის და DRG-ის წო­ნის მი­ხედ­ვით, გა­მო­ით­ვლე­ბა კონ­კრე­ტულ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა­ზე ტა­რი­ფი - პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კა­ში შეს­ვლი­დან მკურ­ნა­ლო­ბის და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის ჩათ­ვლით. ეს მე­თო­დი არის ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­მარ­თლი­ა­ნი მე­თო­დი, რო­მე­ლიც წლე­ბია სხვა ქვეყ­ნებ­ში და­ნერ­გი­ლია.

ჩვენ­თა­ნაც იყო რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რომ ეს სის­ტე­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყო­ფი­ლი­ყო. შემ­დეგ 2016 წლი­დან გა­ნახ­ლდა ეს სის­ტე­მა, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა კო­დე­ბის მი­სა­ნი­ჭებ­ლად და იმ სწო­რი გა­მოთ­ვლის მე­ქა­ნიზ­მის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. წელს იან­ვრი­დან გა­ვა­აქ­ტი­უ­რეთ ეს სა­კი­თხი და რო­გორც გვქონ­და და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, უკვე 1-ელი ნო­ემ­ბრი­დან მზად ვართ, რომ ეს სის­ტე­მა გა­ვუშ­ვათ. ვე­რა­ნა­ირ და­მა­ტე­ბით "ჯი­ბი­დან გა­დახ­დებს“ კლი­ნი­კე­ბი პა­ცი­ენ­ტებს ვე­ღარ და­უ­წე­სე­ბენ გარ­და იმი­სა, რაც გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ბრძა­ნე­ბით.
ყო­ველ­წლი­უ­რად ჩვენ რა­საც რე­ფე­რა­ლის სის­ტე­მი­დან ვა­ფი­ნან­სებ­დით ონ­კო­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვებს, ესეც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ზე გა­დაგ­ვაქვს და ყო­ველ­წლი­ურ ლი­მიტს 20 000-დან 25 000 ლა­რამ­დე ვზრდით. ეს მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მი­ნი­მუმ 90%-ს დაგ­ვი­ფა­რავს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლით ჩვე­ნი მხრი­დან მკაც­რი კონ­ტრო­ლი იქ­ნე­ბა და ამ კუ­თხით კლი­ნი­კას ფი­ნან­სუ­რი მო­ტი­ვა­ცი­აც აღარ ექ­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენტს სჭირ­დე­ბა ჩა­რე­ვე­ბი და ფი­ნან­სუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ის გამო იყო იმა­ზე მეტი ჩა­რე­ვა პა­ცი­ენ­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო. DRG სის­ტე­მა ამ ყვე­ლა­ფერს გა­და­ა­ზღვევს, რად­გან ერთი DRG კო­დით და­გე­ნე­რირ­დე­ბა და ცალ-ცალ­კე სერ­ვი­სე­ბად გა­დახ­და აღარ მოხ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენტს, მისი ჯი­ბი­დან გა­დახ­დის და­ზღვე­ვა მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის დროს იქ­ნე­ბა ჯა­რი­მა, ხოლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, კლი­ნი­კას შე­ე­ზღუ­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის და­ფი­ნან­სე­ბა და ის ამ პროგ­რა­მი­დან ჩა­ეხ­სნე­ბა. ეს იმა­ზე მკაც­რი სან­ქცი­აა, ვიდ­რე ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი
გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის

ამინდი