Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში გამოუძიებელი მკვლელობის გამო ყველა მაჟორიტარმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

თარიღი : 6-06-2014, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
ხარაგაულის ვახანის თემში ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნები მაჟორიტარული სიით არ ჩატარდება. თემის ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა. არჩევნების ჩაშლის მოტივად ყოფილი კანდიდატები თემში 2012 წელს მომხდარ მკვლელობას ასახელებენ,რომლის გამოძიების დაპირება მათივე თქმით "'ქართულმა ოცნებამ" გასცა. თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება ჩატარდა,თუმცა, მათ გამოძიების შედეგების ობიექტურობის არ სჯერათ.
"მიგვაჩნია, რომ მკვლელობას ერთი ნაბიჯითაც არ წაუწევია წინ",–აცხადებს ვახანის თემის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიადატი ვახტანგ მეგრელიშვილი.
"2012 წელს მომხდარი მკვლელობა "ქართულ ოცნებას" სურდა "ნაციონალებისთვის" დაებრალებინა და მთელი საარჩევნო კამპანია მაშინ ამაზე ააწყვეს. გამოძიება ჩატარდა, ეჭვმიტანილები დააკავეს, მაგრამ თემს გამოძიების ობიექტურობის არ სჯერა. ამიტომ, ყველა მაჟორიტარმა "ქართული ოცნების", "ნაციონალების" და 5 –მა დამოუკიდებელმა სუბიექტმა პროტესტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა",–აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატი ლაშა ნიქაცაძე.
"ქართულმა ოცნება" მაშინ ხარაგაულის თემს დაპირდა, რომ საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის გამო ვახანის თემში მაჟორიტარების სიით არჩევნები არ ჩატარდება",–განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი თევდორაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.


ნანახია: 2335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
15 ივნისს ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარი დეპუტატობის ხუთივე კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი
ქუთაისში, საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მამუკა ჩიხლაძემ საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“
იაშვილმა ბრძოლაზე უარი თეიმურაზ ნადირაძის სასარგებლოდ თქვა
ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ძირითადი გამოწვევა სოციალური დახმარების შეჩერება, ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა
ნუგზარ გელენიძემ ბრძოლაზე უარი მისი კონკურენტის სასარგებლოდ თქვა
'ნაციონალებმა' ყველა სამაჟორიტარო ოლქში წააგეს

ამინდი