“ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში არაერთი გაჭიანურებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეა, რაც რიგ შემთხვევებში მართლმსაჯულების განხორციელებას აზრს უკარგავს”

“სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს შორის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სასამართლოს გადატვირთულობის საკითხი, რომელიც აფერხებს დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით სარგებლობას,”-აღნიშნული განცხადება “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელმა და სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგია აღნიშნული პრობლემის მოგვარების სისტემურ გზებს ითვალისწინებდა, თუმცა როგორც ჯანეზაშვილი განმარტავს, სტრატეგიის დებულებები განუხორციელებელი დარჩა.
“ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში არაერთი გაჭიანურებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეა, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას და რიგ შემთხვევებში მართლმსაჯულების განხორციელებას აზრს უკარგავს.
სასამართლო გუშაგების ქუთაისის ქსელის შეხვედრებზე ადვოკატებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან არაერთხელ აღინიშნა მოსამართლეების დატვირთულობის პრობლემისა და სასამართლოში გაჭიანურებული საქმეების თაობაზე.
საქმეთა გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი საერთო სასამართლოების სისტემაში შეუვსებელი ვაკანსიებია, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი რაოდენობის მოსამართლეებს არ ნიშნავს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ აისახება სხვადასხვა რეგიონების სასამართლოებზე, სადაც ტენდენციაა, რომ მოსამართლეები თბილისში ან თბილისთან ახლომდებარე ქალაქებში გადადიან სამუშაოდ.
→ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 15 მოსამართლეა და 7 ვაკანტური ადგილია;
→ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კი - 9 მოსამართლე და და 4 ვაკანტური ადგილია,”-ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.