ქუთაისის ოპერის თეატრს მალე ახალი დირექტორი ეყოლება

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს მალე ახალი დირექტორი ეყოლება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ არჩევანი უკვე გაკეთებულია, თუმცა, ჭიჭინაძე ჯერჯერობით მის ვინაობას არ ასახელებს.
"ახლა ვერაფერს გეტყვით მის ვინაობაზე,თუმცა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ღირესული პიროვნება იქნება",–ამბობს ჭიჭინაძე.
გავრცელებული ინფრომაციით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არჩევანი სამი კანდიდატიდან გააკეთა, თუმცა, ამ კანდიდატების ვინაობაც გასაიდუმლოებულია.
თეატრის ყოფილმა დირექტორმა ხატია ვედმედევამ თეატრი რამდენიმე კვირის წინ დატოვა.