ამბროლაურში ‘ღვინის დღეებისთვის’ ემზადებიან
თარიღი : 10-10-2022, 14:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ამბროლაურში ახალი, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართება.
კულტურის სახლის უკან მდებარე სკვერში ფესტივალისათვის მზადება მიმდინარეობს. 15:00 საათიდან კი ადგილზე სხვადასხვა სახის ღონისძიება დაიწყება.
“საფესტივალო ტერიტორიებზე გაეცნობით და დააგემოვნებთ მრავალფეროვან ქართულ ღვინოს, ეზიარებით 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, დაათვალიერებთ ღვინის მარნებს, მონაწილეობას მიიღებთ გასართობ ღონისძიებებში, ისიამოვნებთ ქართული სამზარეულოთი, მუსიკით, ცეკვითა და სიმღერით,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს 25 ქალაქს მოიცავს.