ქუთაისმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა
თარიღი : 9-10-2022, 23:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ იმართება.
ფესტივალის ფარგლებში ქუთაისში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები.
ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული იმერული კერძების დაგემოვნებაც შეეძლოთ. მოეწყო ინსტალაცია „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“. ფოტო-კუთხეში წარმოდგენილი იყო გამოფენა „ქვევრი“.
ქუთაისში ღვინის დღის აღნიშვნა სუხიშვილების კონცერტით „ქარაბშა" დასრულდა.