ქუთაისის მერია კერძო კომპანიის წინააღმდეგ და სარჩელი საქალაქო სასამართლოში
თარიღი : 5-06-2014, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერია სატრანსპორტო კომპანია "სამი ძმა პლიუსისგან" მერიის წინაშე არსებულ დავალიანებას სასამართლოს გზით ამოიღებს. მერიის იურიდიულმა სამსახურმა სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. კომპანიას, რომელმაც ბოლო 4 თვის განამვლობაში ნებართვის გაცემის თანხა არ გადაიხადა, იძულების წესით 10 ათას 480 ლარის გადახდა მოუწევს. მერიის იურიდიულ სამსახურში ამბობენ, რომ სასამართლო პროცესი "სამი ძმა პლიუსის" წინააღმდეგ უახლოეს დღეებში გაიმართება.
"ჩვენმა სამსახურმა უკვე შეიტანა სარჩელი. ახლა ველოდებით სასამართლო სხდომის დანიშვნას. კომპანიას მერიის წინაშე არსებულ დავალიანებასთან ერთად დარიცხული საურავების გადახდაც მოუწევს",–ამბობს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობს შემსრულებელი ირაკლი გიორგაძე.
კომპანია "სამი ძმა პლიუსმა" ქუთაისის მერიასთან ხელშეკრულება 2009 წლის დეკემბერში გააფორმა. იგი ნებართვას 33, 38, 10, 17, 28 და 53 ნომერ მიკროსაავტობუსო ხაზებზე 5 წლის განმავლობაში ფლობდა. დავალიანება კი კომპანიას ბოლო 4 თვის განმავლობაში არ გადაუხდია. მომხდარის გამო, მერიის ტრანსპორტის სამსახურმა სატრანსპორტო კომპანიებისთვის ნებართვის გაცემის პრინციპი შეცვალა. კერძოდ, ტენდერის ახალი პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ნებართვის სამი თვის ღირებულებას წინასწარ გადაიხდის.
ნომრებზე, რომელთა ექსპლოატაციის უფლება "სამი ძმა პლიუსს" ჩამოერთვა, ტენდერი უკვე გაიმართა. 17 და 28 ნომრებზე ნებართვა შპს "ტაქსმა" აიღო, დანარჩენ მიკროსაავტობუსო ხაზებზე მართვის უფლება კი "ქუთტრანსპარკს" გადაეცა.