Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სკვერში ოლიმპიური კედელი გაიხსნა

თარიღი : 6-10-2022, 17:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში მდებარე სკვერში ოლიმპიური კედელი გაიხსნა. ღონისძიება ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღეს მიეძღვნა. სკვერის კედელზე წარმატებული ქართველი ოლიმპიელების პორტრეტები არის გამოსახული.

საზეიმო გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დღეს ქუთაისში ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღე აღვნიშნეთ. სულხან-საბას დასახლებაში, ერთ-ერთ სკვერში ოლიმპიური კედელი გავხსენით. ჩვენთან ერთად იყვნენ სახელოვანი ქართველი ოლიმპიელები.
ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რამდენიმე სპორტსმენს სიგელები და პრიზები გადაეცათ.


ნანახია: 200-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღესვე, წყალტუბოში ჭადრაკში, ხელბურთსა და მძლეოსნობაშიც გაიმართა შეჯიბრებები.
ოლიმპიური გარბენის ჩატარებას გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს ორგანიზებას.
საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ამინდი