Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჯარიმა 200 -ის ნაცვლად 2000 ლარი გახდება,’-მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

თარიღი : 6-10-2022, 17:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ცვლილებები სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას, ხმაურის რეგულირების საკითხს, დამუქებული მინებისა და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებას შეეხება.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია დადგენილი წესის დარღვევით, 50-ის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხოლო ციმციმა სიგნალების გამოყენება დადგენილი წესის დარღვევით, 200 ლარის ნაცვლად 2000 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.


ნანახია: 483-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას

ამინდი