Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ხარაგაულში

თარიღი : 6-10-2022, 16:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური და დაპირისპირება იყო ხარაგაულში, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოში
ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები მივიდნენ. ლევან ხაბეიშვილმა ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური შემწეობის გაცემა გააპროტესტა და სააგენტოში პოლიცია გამოიძახა.  

ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა და ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ქუჩაში გამოსული მოქალაქეები და საკრებულოს წევრები ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლებს ხარაგაულიდან წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

თავად დავით კიკნაძე ამბობს, რომ მისი ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტომ პანდემიის პერიოდში გადაამოწმა, რის საფუძველზეც მის სამ შვილს სოციალური შემწეობა დაენიშნა. კიკნაძე მიზეზად შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ასახელებს. ამბობს იმასაც, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გახდომის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მისი მდგომარეობის ცვლილების შესახებ შეატყობინა, რაზეც როგორც თავად განმარტავს, სააგენტოში უპასუხეს, რომ პანდემიის პერიოდში მოსახლეობის გადამოწმების უფლება არ ჰქონდათ.

“მე ვაპირებ მივმართო სასამართლოს, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან სოციალურ სივრცეში მიმდინარეობს ჩემი მეუღლის და ჩემი შვილების ბულინგი. ჩემი მესამე შვილი სამი თვე რეანიმაციაში მყავდა, საავადმყოფოში მოვნათლეთ. იმ თანხას იღებენ ჩემი შვილები, რასაც -სხვისი შვილები. “ნაციონალები” რომ ხელისუფლებაში იყვნენ, ჩემი მეუღლე ორსული გამოაგდეს სამსახურიდან. ეს ომის პარტია ცდილობს ხალხით მანიპულირებას. ყველამ იცის დავით კიკნაძე ხარაგაულში ვინ არის და რას წარმოადგენს,”-ამბობს კიკნაძე.


ნანახია: 181-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალურ შემწეობას სხვადსხვა მიზეზით ვეღარ იღებენ, პროცესი კი მასშტაბურია.
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ამინდი