Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერი პედაგოგებს: თითოეული წარმატებული ადამიანის უკან თქვენ დგახართ

თარიღი : 5-10-2022, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მერი ლადო ჯურხაძე პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

“ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ, რომ მრავალი თაობა აღგეზარდოთ და ყოველთვის გეამაყოთ თქვენი შრომის შედეგით!

უდიდესია თქვენი წვლილი მოზარდი თაობის განვითარებაში, განათლებაში, საზოგადოების აზროვნების ფორმირების პროცესში. თითოეული წარმატებული ადამიანის უკან თქვენ დგახართ. თითოეული თქვენგანი ყოველი დღის გმირია და ჩვენი ვალია ხელი შეგიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის სათანადო პირობებში იღვაწოთ.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ხონის მუნიციპალიტეტში მოღვაწე პედაგოგებს და პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ!,”-ნათქვამია მერის მილოცვაში.


ნანახია: 288-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი შოთა მურღულია პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით გუბერნატორის აპარატი მილოცვის
გიორგი ჭიღვარიას თქმით, პედაგოგის როლი მომავალი თაობის აღზრდაში უმნიშვნელოვანესია.

ამინდი