Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წულაიამ ქუთაისის მერიის შენობაზე საარჩევნო პლაკატები საჯაროდ გააკრა

თარიღი : 5-06-2014, 11:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საარჩევნო ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია" ქუთაისის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე საარჩევნო პლაკატები საჯაროდ გააკრა. ამ ქმედებით წულაიამ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ მიქიაშვილის განცხადება გააპროტესტა, სადაც, მიქიაშვილი ამბობდა, რომ კანონით დაუშვებელ ადგილებში გაკრული სააგიტაციო პალაკატების მფლობელების მიმართ ქმედითი ღონისძიებები წინასაარჩევნო პერიოდში არ გატარდება, რადგან მისი თქმით ეს შესაძლოა კანდიდატებმა ზეწოლად შეაფასონ.
"ასე ვეხმიანები მიქიაშვილის უგუნურ განცხადებას. საჯაროდ ვაკრავ პალკატებს მერიის შენობაზე. მოვიდნენ და დამაჯარიმონ. სხვების შემთხვევაში თუ იკავებენ თავს, ვნახოთ ახლა რას იზამენ",–ამბობს წულაია.
ქალაქის სხვადასხვა უბნებში აკრძალულ ადგილებში, მათ შორის გარეგანათების ბოძებზე, ყველა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალებია გაკრული.


ნანახია: 2041-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ მოქმედებით როგორც წულაია ამბობს 'ქართული ოცნების' მიერ რიგ ადგილებში ბანერების კანონგარეშედ გაკვრა გააპროტესტა.
დახმარება ასევე აღებული აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს

ამინდი