Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 7 ივნისს გაიმართება

თარიღი : 5-06-2014, 11:13 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ვარციხის სამთავრობო რეზიდენციაში “ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი” - KEMF2014 გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურული ღონისძიებებისა და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციას რეგიონალური მასშტაბით.
ფესტივალს ორგანიზებას უწევს სტუდია „MILKY WAY“ და ივენთ მენეჯმენტ კომპანია “INPUT”.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ელექტრონული მუსიკის გერმანელი, ინგლისელი და ქართველი არტისტები:FUNCTION,TOBIAS,3SULI,VONDELPARK,SLOW HANDS,GACHA,COBERT,ZURKIN,RHYTHMONA,WALLD,ZAPA. 


ღონისძიება 7 ივნისს, 15:00 საათზე ვარციხის სამთავრობო რეზიდენციის - “ანანოვების სასახლის” ტერიტორიაზე ჩატარდება.
დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოსვლა.


ნანახია: 2588-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან ფესტივალზე უფასო ავტობუსები იმოძრავებს
წყალტუბოს ელექტრონული მუსიკის საღამოზე, რომელიც 21:00 საათზე გაიხსნება, მსურველებს დასწრება უფასოდ შეეძლებათ.

ამინდი