Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება”

თარიღი : 29-09-2022, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები 51-ვე გვირაბზე მიმდინარეობს. მათ შორის 34 უკვე გაჭრილია, საიდანაც 3 დასრულებულია და ექსპლუატაციაშია შესული; სამუშაოები პარალელურად 90 ხიდზე ხორციელდება, საიდანაც 40 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 51.6 კმ-მდე სიგრძის, 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს; მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა; ახალად გახსნილი გზის მონაკვეთი 6 ხიდსა და 3 გვირაბს მოიცავს.

“რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2023 წლის ბოლომდე დასრულდება; გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება,”-აცხადებენ დეპარტამენტში.


ნანახია: 475-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი