Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქვეყნის შიგნით მივლინება 15-ის ნაცვლად, 30 ლარი ხდება

თარიღი : 26-09-2022, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვეყნის შიგნით მივლინების ანაზღაურება 15-ის ნაცვლად 30 ლარი იქნება, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო და ის ფინანსთა სამინისტროს დადგენილებაში აისახება.

გადაწყვეტილება იმოქმედებს როგორც საჯარო სამსახურზე, ისე კერძო სექტორში.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო საკითხი სამივლინებო ნორმებთან დაკავშირებით, რომლის ცვლილებაც განხორციელდა მთავრობის დადგენილებაში.

გამოიცემა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელშიც ანალოგიურად იქნება ნორმები გადახედილი. ეს ნორმები მრავალი წელი მოქმედებდა საქართველოში და არ გადახედილა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სიტუაცია შეცვლილია და მოხდა ნორმების დაკორექტირება.

ცვლილება შეეხება მივლინებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით მივლინებისთვის ლიმიტი იყო 15 ლარი და გახდება 30 ლარი. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მივლინებას, ყველა ქვეყანა იქნება დაკორექტირებული, შესაბამისობაში იქნება ერთიან სტანდარტთან მოყვანილი, ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებებიც იქნება გათვალისწინებული. მოხდება დაახლოებით 37%-იანი ზრდა იქნება და დღიურად საშუალოდ $45, $60 და 75$-ით განისაზღვრება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, თანხა განსაზღვრული იქნება ქვეყნის მიხედვით, იქნება ეს ევროკავშირი, შვეიცარია, ინგლისი თუ ა.შ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ხარჯების ზრდა შეეხება სასტუმროს ხარჯებსაც.

დადგენილება რამდენიმე დღეში ამოქმედდება.


ნანახია: 176-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა იმერეთის რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი
როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, ქვეყნის მართვისთვის რაც იქნება ოპტიმალური ის უნდა იყოს გამოყენებული.
ქუთაისში, პარლამენტის წინ,"პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი"იმ პირთა ამინისტიას ითხოვს, რომლებიც 262-ე მუხლით, პირადი

ამინდი