Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ღამით ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა”

თარიღი : 4-06-2014, 22:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანში ავტომანქანაში აფეთქებისას დაღუპული მამაკაცის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ გიორგი თვალაბეიშვილის გარდაცვალება იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელს უკავშირდება.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, პოლიციელი კობა როხვაძე გარდაცვლილის მეუღლეს საყვარლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუღლის ლიკვიდაციით ემუქრებოდა.
“ყოველ ღამით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი კობა როხვაძე მოდიოდა და ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა და ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებდა. მოდიოდა შუაღამით, “ბომბაჩკებს” ყრიდა ეზოში და ნასვამი ჭიშკართან ამუხრუჭებდა. ჩემი რძალი აფთიაქში მუშაობდა და სამსახურს თავი იმიტომ დაანება, რომ იქ მოსვენებას არ აძლევდა და ემუქრებოდა. ტელეფონის ნომერი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ყოველ შეცვლილ ახალ ნომერს იმ დღესვე იგებდა და ეუბნებოდა, რომ ნომრების შეცვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან პოლიციელი იყო და ყველაფერს სხვაზე ადრე იგებდა”, - განაცხადა გარდაცვლილის დამ მარიამ თვალაბეიშვილმა.
topnews.com.ge შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება, თუმცა საკითხზე კვლევა მიმდინარეობს. ხოლო მუშაობს თუ არა კობა როხვაძე მართლაც პოლიციაში, ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის ბიურო გასცემს.


ნანახია: 2920-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კვირიკაშვილის თქმით, ვიდრე ექსპერტიზის პასუხები ცნობილი არ გახდებოდა, შესაბამისი ორგანოები სამართალდამცველს ვერ დააკავებდნენ.
გარდაცვლილის დედის თქმით, ამის გამო უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ორი პოლიციელი დააკავეს.
22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ექსეპრტიზის პასუხი ცნობილია.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის კობა სუბელიანის განცხადებით, ქვეყანაში პოლიცია დაშინებულია.
შემთხვევის დროს სახლში ოჯახის უფროსი და სტუმარი მამაკაცი იმყოფებოდნენ.
გარდაცვლლილი გოგონა თვითმკველობამდე ერთი დღით ადრე მეზობლებმა სასაფლაოზე ნახეს, სადაც ის უცნობ პიროვნებას ტელეფონით ესაუბრებოდა

ამინდი