Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემატრაჟიანი ფილმების ფესტივალმა სტარტი აიღო

თარიღი : 24-09-2022, 21:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი კინოთეატრ "საქართველოში" დღეს გაიხსნა.
ფესტივალი წელს მეორედ იმართება.

24-დან 29 სექტემბრამდე, ფესტივალის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ქართული და უცხოური ფილმების ნახვა.
გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში, მოეწყობა ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებები და მასტერკლასები.

ფესტივალის მთავარი პრიზია "ოქროს დინოზავრი".

"წელს მეორედ ტარდება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. ქუთაისი ქართული კინოს აკვანია და შემთხვევითი არაა, რომ სწორედ აქ დაფუძნდა ეს ფესტივალი. კიდევ უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება ამ ფესტივალზე და ორგანიზატორები ძალიან საინტერესო პროგრამას გვთავაზობენ.

29 სექტემბერს კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს და "ოქროს დინოზავრს" ახალი მფლობელი ეყოლება.

წარმატებულ, საინტერესო და მრავალფეროვან დღეებს ვუსურვებ ფესტივალის ყველა მონაწილეს!"-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ფესტივალი მიხეილ კობახიძის ფილმით "ქორწილი" გაიხსნა. საფესტივალო ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.


ნანახია: 171-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალი სხვადასხვა ვორქშოპის ჩატარებასა და ფილმების გადაღებასაც მოიცავდა.

ამინდი