Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში სოსო გოგაშვილის ქონებას ყადაღა დაადეს

თარიღი : 23-09-2022, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის წევრების უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და ამოღების პროცედურა თბილისთან ერთად, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს - ამის შესახებ ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებელმა დავით მშვილდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დაყადაღებულ ავტომობილებს სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანენ და დამატებით ინფორმაციას ანტიკორუფციული სააგენტო გაავრცელებს.

საქმე ეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. გამომძიებლის თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის საცხოვრებელ ბინებს, მიწის ნაკვეთებს, ავტო და მოტო ტექნიკას, სასოფლო სამეურნეო ტექნიკას, ცეცხლსასროლ იარაღებს.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილის სახლთან სამართალდამცველები დღეს დილით გამოჩნდნენ.


ნანახია: 311-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიას ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი მმართველის სოსო გაბრიჩიძის
ბრალდებებთან დაკავშირებით Topnews.com.ge კომენტარისათვის ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოიებასთან ურთიერთობის სამსახურს

ამინდი