Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მეოთხე საჯარო სკოლას კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

თარიღი : 22-09-2022, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ ხონის მე-4 საჯარო სკოლას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსგან მოპოვებული გრანტით ხონის მე-4 საჯარო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია მოაწყო. პროექტის ფარგლებში, სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია აღიჭურვა პერსონალური კომპიუტერებით, პლანშეტებითა და პრინტერებით.

აღსანიშნავია, რომ ხონის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების უმრავლესობას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები წარმოადგენენ, რომელთაც პროექტის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომპიუტერული სერვისებით.

კომპიუტერული ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი, ხონის მუნიციპლიტეტის მერი - ლადო ჯურხაძე, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს კონსული - სუზანა პალოსოვა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი - სალომე დოლიძე, სამინისტროსა და ხონის მე-4 საჯარო სკოლის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ევროკავშირის მხარდაჭერით გარემონტებული ხონის მე-4 საჯარო სკოლასთან მდებარე საბავშვო ბაღი.


ნანახია: 247-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი