Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს შესაძლოა ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს

თარიღი : 22-09-2022, 10:58 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას ბრალს დღეს წარუდგენენ.

ადვოკატების ინფორმაციით, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. ნარსიას ინტერესებს სასამართლოში 6 ადვოკატი დაიცავს. როგორც დაცვის მხარე ამბობს, მას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

ერთ-ერთი ადვოკატი დალი სულაქველიძე იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა მათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის დაკითხვა მოითხოვონ. ადვოკატის თქმით, მინისტრის მოადგილემ
განაცხადა, რომ გრიგოლ ნარსიამ დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რასაც როგორც ადვოკატი ამბობს, ადგილი არ ჰქონია.

დღესვე, სამხარეო სამმართველოში ის ადამიანები დაიბარეს, რომლებიც გრიგოლ ნარსიას მძევლად ჰყავდა აყვანილი. როგორც ცნობილია, ისინი გაუთქმელობის დოკუმენტზე აწერენ ხელს.

გრიგოლ ნარსია ბანკის ფილიალს თავს 19 სექტემბერს დაესხა. სამართალდამცავებმა 8-საათიანი ოპერატიული ღონისძიების შედეგად უსაფრთხოდ გამოიყვანეს მძევლად აყვანილი 12 პირი, რომელთა გათავისუფლებისთვის თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.


ნანახია: 160-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი