Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის ფეროში 50 წლის მამაკაცი დაიღუპა

თარიღი : 4-06-2014, 15:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 3 ივნისს, 03:00 საათზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველ სააქმროში უბედური შემთხვევა დაფიქსირდა.

ელექტრო საამქროს ელ-მონტიორი 50 წლის მამუკა ნებიერიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ძაბვის ქვეშ აღმოჩნდა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. მას მეუღლე და სტუდენტი ქალ-ვაჟი დარჩა.

იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, რომელიც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაციაა, წერილობით უკვე მიმართა კომპანიის ადმინისტრაციას წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამომკვლევი კომისიის და ამ კომისიაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის ინსპექტორის ჩართვის მოთხოვნით.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას და მის ყველა წევრ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამგვარი ფაქტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რომ მოხდეს ფაქტის რეალური კვლევა და დამნაშავე პირების გამოვლენა.


ნანახია: 2218-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციას შეუერთდებიან რუსთავის აზოტის, ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის, ტყიბულის შახტებისა და
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტების, ჭიათურის მაღაროებისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 100-მდე დასაქმებულმა პროფკავშირების
პროფკავშირების წარმომადგენლები ადგილზე ქუთაისელი მეტალურგების პრობლემებს გაეცნენ.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი