Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘4 მძევალი უკანა კარიდან გაეპარა,’-ქუთაისში, მძევლად აყვანილი პირები მომხდარის დეტალებს იხსენებენ

თარიღი : 21-09-2022, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილი პირები 8-საათიანი ტყვეობის დეტალებს იხსენებენ.

ისინი ყვებიან, რომ თავდამსხმელი მოუმზადებელი იყო და მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკს უკანა კარი გააჩნდა. სწორედ აღნიშნული კარის საშუალებით გაეპარა მას მძევლად აყვანილი 13 პირიდან 4 პირი.

“ძალიან ნერვიულობდა ფულზე. სამზარეულოში და სააბაზანოში გასვლის უფლებას გვაძლევდა, რომ არ შევწუხებულიყავით. ორსული ქალი ცუდად გახდა და გაუშვა. 7-ის ნახევარი რომ მოვიდა, ანერვიულდა. პოლიციას უყვიროდა, რომ მალე მოეტანათ ფული. ამბობდა, ციხეში არ ჩავჯდებიო. ლაივებს გვართვევინებდა, რომ მეტმა ხალხმა ნახოსო,”-ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევალი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია დააკავა.

წყალტუბოს სოფელ ბანოჯაში, სადაც ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული გრიგოლ ნარსია ცხოვრობს, საგამოძიებო მოქმედებები ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა. როგორც მეზობლები ამბობენ, მათთვის ნარსიასგან მსგავსი საქციელი წარმოუდგენელი იყო. ამბობენ, რომ ნარსიას ფინანსური პრობლემების შესახებ მათთვის ცნობილი არ არის.


ნანახია: 255-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი