Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ჰყვებიან ქუთაისში, ‘საქართველოს ბანკზე’ თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიაზე?

თარიღი : 21-09-2022, 09:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული გრიგოლ ნარსიას შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

იურისტი ლევან ჭელიძე ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“გრიგოლი რამდენიმე ხნის წინათ გავიცანი (ამ ზაფხულში), შევედი მასთან მეგობრულ ურთიერთობაში. გამეცნო, როგორც უშიშროებასთან დაკავშირებული (არაოფიციალური თანამშრომელი) პირი. როდესაც მე ვუთხარი, რომ უშიშროების რამდენიმე თანამშრომელს ვიცნობდი, მას შემდეგ იშვიათად მეხმიანებოდა, ბოლოს კი კომუნიკაცია სრულად გაწყვიტა ჩემთან. იმგავითვე შევატყვე, რომ მატყუარა იყო"

“გრიგოლ ნარსია ჩემი თანაკლასელი იყო. ბანოჯაში ცხოვრობდა. თავიდანვე, სკოლის პერიოდში ,,აცვენილი ტიპი" იყო. ჰყავდა ოჯახი, მერე დაანგრია ოჯახი. ძალოვან სტუქტურაშიც მუშაობდა. როგორც მახსოვს, ბოლოს თეთრი ფერის მანქანა ჰყავდა. ერთი პერიოდი აღარ ჩანდა, ითქვა, რომ საზღვარგარეთ წავიდაო".

“ვიცნობ ამ ბიჭს. არ ვამართლებ და არ მივესალმები რა თქმა უნდა, დღევანდელ ფაქტს, მაგრამ მართლა გაოცებული ვარ, ისეთი კარგი და ზრდილობიანი შეხვედრა ჰქონდა..დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი..მამა თვალწინ მოუკლა ყაჩაღებმა..არ ჩაიარა ამხელა სტრესმა უკვალოდ როგორც ჩანს,”-ამბობს ნანა მხეიძე.

ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრისა და მძევლების აყვანის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გათავისუფლებულების გამოკითხვა კი იმერეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს,”-ნათქვამია უწყების განცხადებაში.


ნანახია: 349-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი