Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"კერძო სახლები დევნილთა საერთო საცხოვრებლების ნაცვლად"

თარიღი : 4-06-2014, 14:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება, არჩევნები   
topnews.com.ge
საარჩევნო ბლოკის „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“ ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი კლინიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის დევნილებისთვის რეაბილიტაციას აპროტესტებს. შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულების შენობა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისთვის შეუსაბამოა.
„დადასტურებულია, რომ სამედიცინო დაწესბულებების შენობებში არ შეიძლება ოჯახების შესახლება, რადგან შენობაში დიდი ხნის განმავლობაში რჩება შესაბამისი ენერგეტიკა და აურა, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ვინც გადაწყვიტა, რომ იქ შეასახლოს დევნილები, მას არც ქუთაისი უყვარს და არც იმ ხალხზე ფიქრობს, რომლებმაც იქ უნდა იცხოვრონ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იმ თანხით,რომელიც შენობის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს, შეიძინონ კერძო სახლები. უამრავი დაკეტილი სახლია ქალაქში, რომელსაც მოსახლეობა ვერ ყიდის, ბევრს იპოთეკით აქვს დატვირთული, ასე რომ ამის პრობლემა არ იქნება“,-ამბობს შაშიაშვილი.
კლინიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია სახელმწიფოს 103 მილიონი უჯდება.


ნანახია: 1940-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შაშიაშვილმა დებატები უკვე შესთავაზა გიორგი თევდორაძეს,
შაშიაშვილმა არჩევანი ქუთაისში, 36-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ #96 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
შაშიაშვილმა დარღვევები ნიკეასა და რუსთაველის ქუჩაზე აღმოაჩინა
ქუთაისში, კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში დევნილებისათვის ბინების განაწილება 25 თებერვალს იგეგმება.