Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“გაირკვა, რომ ჩემი შვილი არათუ მკვდარშობილი, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და გარდაცვლილად გამოაცხადეს”

თარიღი : 18-09-2022, 09:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის სოფელ მოწამეთას მკვიდრი იამზე მანაგაძე შვილს ეძებს. ქალი დარწმუნებულია, რომ შვილი ექიმებმა გაუყიდეს.

“მყავს ორი შვილი მარიტა და მირიან მაწკეპლაძეები. ვართ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთიდან. ჩემი ისტორია ალბათ ძალიან ჰგავს ასობით ქალის ისტორიას, რომლებსაც 90-იან წლებში შვილის სიკვდილის სიმწარე განაცდევინეს.

1988 წლის ივლისის ბოლოს, როცა რამდენიმე კვირაში თუ დღეში უკვე დედა უნდა გავმხდარიყავი, ნაადრევი მშობიარობა დამეწყო და ქუთაისის პირველ სამშობიარო სახლში მიმიყვანეს. რატომღაც ექიმი სასწრაფოდ შემიცვალეს, ყველაფერი უცნაურად მოხდა. დამაძინეს და რომ ვიმშობიარე, მერე გავიღვიძე. მახსოვს, როგორ თქვა ექიმმა: ეს ქალი ერთ ბავშვს კიდევ გააჩენსო და მერე ისევ რაღაც ნემსი გამიკეთეს და ისევ დამაძინეს. რომ გავიღვიძე, მითხრეს ბავშვი დაიღუპაო.

მეორე დღეს შემოვიდა ექთანი და გაღიმებული სახით მითხრა: ბავშვს რძე უნდა წავუღოო. გაოცებულმა ვუპასუხე, მე ხომ ბავშვი დამეღუპა-თქო. ნირწამხდარს მითხრა, სხვისი შვილისთვის გვინდაო. მეორე დღეს ვიღაც შუახნის ქალი საწოლთან დამიჯდა და გამომკითხა ყველაფერი ჩემსა და ჩემს ოჯახზე. ასევე გაიგო, რომ ერთი ბავშვი უკვე მყავდა. მე განაწყენებულმა და ატირებულმა ვუთხარი, ჩემი მეყოფა და ამდენი შეკითხვა რა საჭიროა-თქო. მიპასუხა: საბუთებისთვის გვჭირდებოდაო.

ამის შემდეგ შემოვიდა ვიღაც ახალგაზრდა თანამშრომელი ქალი და მითხრა, ბავშვს დავითი უნდა დავარქვათო. გაოცებულმა გავხედე, ჩემი შვილი ხომ გარდაიცვალათქო. მანაც გაიკვირვა და დაბნეულმა მიპასუხა-გარდაცვალების მოწმობისთვის გვინდა და ნაკურთხ მიწაზე უნდა დავასაფლაოთო. ატირებულმა მოვაწერე რაღაც ფურცელს ხელი და შემდეგ მითხრეს, დასაფლავების თანხა მეუღლემ გადაიხადაო. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მომხდარიყო. რამდენიმე დღეში გამწერეს. შემდეგ იყო კამათი ჩემს მამამთილსა და მეუღლეს შორის, რომელსაც შემთხვევით შევესწარი. მამამთილი ჩემს მეუღლეს ეჩხუბებოდა, გაგაბრიყვეს და შვილი გაგიყიდესო! გაოგნებული დავრჩი. მეუღლემ კი ეს კამათი მამამისის უცნაური ხასიათით ახსნა.

ამ დღეებში საქართველოში ვიყავი და ვნახე ოჯახის ახლობელი, რომელმაც მე და ჩემი შვილი გვინახულა სამშობიაროში, ვინაიდან იქ მუშაობდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ ჩემი შვილი არათუ მკვდარშობილი, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და მხოლოდ ახლა გაიგო, რომ ის გარდაცვლილად გამოაცხადეს.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია ცნობა, რომელიც ქუთაისის N1 სამშობიაროდან ავიღე, სადაც შავით თეთრზე წერია-აბორტი. იუსტიციის სახლში კი არანაირი ჩანაწერი არ იძებნება ბავშვის არც დაბადების და არც გარდაცვალების შესახებ.

თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, ანონიმურობა გარანტირებულია,”-წერს იამზე მანაგაძე.


ნანახია: 412-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა ქალს, ქმარი დაჭერილი ჰყავს, თვითონ კი ავარიულ სახლში 2 წლის ბიჭუნასთან ერთად ცხოვრობს.
როგორც ირკვევა, ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში

ამინდი