Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიონში გადამხტარი ქალბატონის ამოყვანა სამაშველო სამსახურმა 40 წუთით დააგვიანა

თარიღი : 4-06-2014, 13:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
დღეს, წითელი ხიდიდან 46 წლის ქალბატონის გადახტომის გამო გამოძახებულმა სამაშველო სამსახურმა შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შესაბამის სამსახურში მომხდარიდან მალევე დარეკეს, თუმცა, სამაშველო სამსახური მას შემდეგ მოვიდა, რაც ქალბატონი რიგითმა გამვლელებმა გადაარჩინეს.
„40 წუთი მოანდომეს აქამდე მოსვლას და ნავის მოტანას. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ქალბატონი ვერ გადარჩებოდა. წყალს მიყავდა უკვე ქალი“,-ამბობს გივი მიხაილოვი, რომელიც ქალბატონის ამოსაყვანად წყალში გადახტა.
სამაშველო სამსახურის უფროსი კი ამბობს, რომ სამსახური ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა.
"რამდენიმე წუთში გამოვცხადდით ადგილზე და ქალბატონის გადარჩენა შევძელით,"- ამბობს აკაკი ტყავაძე.
მარინა გოგაბერაშვილი მდინარე რიონში დღეს დილით, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი მის მიმართ განხორციელებული ძალადობა იყო.


ნანახია: 2625-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ და ქალბატონის გადარჩენა შეძლეს.
მდინარეში გადამხტარი ქალი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულებმა დაინახეს და მისი დახმარება სცადეს.
მდინარის ნაპირზე ჩავარდნილი პირუტყვი გამვლელებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.
ოჯახის ახლობლები სამაშველო სამსახურის მისამართით უკმაყოფილებას გამოხატავენ. მათი თქმით, სამაშველო სამსახურმა სათანადო რეაგირება
როგორც გოგონას ბებიამ ქეთევან ცხორაგაულმა განაცხადა, მისი შვილიშვილი გუშინ მდინარე ყვირილაში ხიდიდან გადახტა, ცხედარი კი ამ

ამინდი